REDM · ქართული როლური სერვერი

შენი ამბავი გრძელდება

ველური დასავლეთი, სადაც ყოველი გადაწყვეტილება შენია. მოიყვანე მოსავალი, მოათვინიერე ცხენი, დაიცავი კანონი ან გადაუხვიე მას — Redland-ზე შენი პერსონაჟის ისტორიას შენ წერ.

1899სერვერის წელი
6შტატი და კუნძული
10საჯინიბო რუკაზე
ქართულისერვერის ენა
სამყარო · 1899

ხუთი შტატი და ერთი კუნძული

ჭაობიანი ლემოინიდან ამბარინოს თოვლიან მთებამდე და ნიუ ოსტინის უდაბნომდე. აირჩიე შტატი — ნახე, რომელ ქალაქში რა დაგხვდება.

შტატი · 1 / 6

New Hanover

ველები, მდინარეები და მაღაროები

  • ვალენტაინიპირუტყვის ქალაქი
  • ანესბურგისამთო ქალაქი
  • ვან ჰორნისავაჭრო პუნქტი
  • საჯინიბო
  • ბანკი
  • ფერმერთა მომმარაგებელი
ყველა ქალაქი ვიკიში
სისტემები

რას იზამ დასავლეთში

მიწა, ცხოველები, ვაჭრობა, კანონი და მისი დარღვევა — ყველაფერი ერთ ჯაჭვშია: რასაც ერთი აწარმოებს, მეორე ყიდულობს.

01

ფერმერობა

მიწა და მოსავალი

აიღე ნაკვეთი იჯარით, დათესე, მორწყე და დაიცავი ყვავებისგან — მოსავალი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიხედე.

წაიკითხე ვიკიში
02

ცხენები

ათი საჯინიბო

იყიდე, მოუარე და გაწვრთენი ცხენი, აარჩიე აღკაზმულობა და მოაწყვე ეტლი — ვალენტაინიდან გუარმამდე.

წაიკითხე ვიკიში
03

ლეგენდარული ნადირობა

50 რანგი

ლეგენდარულ ცხოველებს კვალით მიაგნებ. ყოველი ნანადირევი მონადირის ჟურნალში იწერება.

წაიკითხე ვიკიში
04

მუსიკა

13 ინსტრუმენტი

გიტარიდან დასარტყამებამდე: დაუკარი ცოცხლად ან ჩართე მელოდია, სალუნის პიანინოზე კი — ხელით.

წაიკითხე ვიკიში
05

კანონი

შერიფები და ციხე

შერიფები აკავებენ, ჩხრეკენ, აწარმოებენ ჩანაწერებს და დამნაშავეებს ციხეში აგზავნიან.

წაიკითხე ვიკიში
06

ბაზარი

შენი დახლი

დადგი დახლი იქ, სადაც ვაჭრობა ღირს, და გაყიდე საქონელი მაშინაც, როცა თავად იქ არ ხარ.

წაიკითხე ვიკიში
მზად ხარ?

შემოდი Redland-ზე

ოთხი ნაბიჯი გაშორებს დასავლეთს: თამაში, RedM, ჩვენი Discord და წესები.

  1. 1
    Red Dead Redemption 2ლიცენზიური ასლი PC-ზე
  2. 2
    RedMუფასო კლიენტი redm.net-იდან
  3. 3
    Discordსიახლეები, ადმინისტრაცია და საიტზე შესვლა
  4. 4
    წესებიწაიკითხე, სანამ შემოხვალ